გიორგი ვაშაძე - დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატების მხრიდან მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე "ქართული ოცნების" გამო

დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატების მხრიდან მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე "ქართული ოცნების" გამო, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში განუცხადა, რითაც ოპოზიციის, უმრავლესობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ერთობლივ შეხვედრაზე ისაუბრა.

ვაშაძის განმარტებით, ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან მთლიანად წითელ ხაზს გადაუსვამს დასავლეთი "ქართულ ოცნებას", როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, ან ისინი გონს მოეგებიან.

"მართლა გულწრფელად მინდა ვთქვა, რა იყო მთავარი გზავნილი დიპლომატებისგან დღევანდელ შეხვედრაზე - საქართველო დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე "ქათული ოცნების" გამო, იმ უკიდურესად მძიმე ვითარების გამო, რაც მათ ქვეყანაში შექმნეს. პირადად ჩემთვის უმრავლესობასთან დიალოგს ან შეხვედრებს დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ სულ არაადეკვატურ პოზოციებს ვხედავთ. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში. ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან მთლიანად წითელ ხაზს გადაუსვამს დასავლეთი "ქართულ ოცნებას", როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, ან ისინი გონს მოეგებიან და ოპოზიციაში შესაძლოა, პროდასავლური რაღაც კომპონენტი ჰქონდეთ. ხელისუფლებაში რომ ვერ დარჩებიან, ცალსახაა", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს