ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი კორონავირუსთან საბრძოლველად მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად მოსახლეობამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს, როგორიცაა ხელების ხშირად დაბანა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბით სიარული და მოგზაურობის შეზღუდვა იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, მნიშვნელოვანია ნიღბის სწორად ტარება, რომელიც სახესა და ცხვირს უნდა ფარავდეს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებია ხელების ხშირად დაბანა, უნდა მოვერდით დაუბანელი ხელების თვალში, პირში მოსმას, რადგან შესაძლოა, დაინიფიცირებული ზედაპირიდან ვირუსი გადავიდეს. ასევე მნიშვნელოვანია თავშეყრის ადგილებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მაგალითად, თუ არის დახურული სივრცე და ბევრი ადამიანი იმყოფება, ნიღაბი უნდა ვატაროთ, თუმცა მის ტარებასაც თავისი წესები აქვს. პირბადე მთლიანად უნდა ფარავდეს პირისა და ცხვირის არეს, მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული. თუ ადამიანები საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ფიქსირდება და მისი გავრცელების რისკი მაღალია, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, სჯობს მოქალაქეებმა ვიზიტი გააუქმონ, რათა პრევენციის წესები დაიცვან. საუბრია იმ ქვეყნებზე, სადაც ვირუსი მაღალი ხარისხით არის გავრცელებული“,-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სპეციალისტის განმარტებით, ე.წ. რისკ ჯგუფებში არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და პირები, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ.

„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ე.წ. რისკ ჯგუფებში არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და პირები, რომლებსაც იმუნიტეტი შედარებით დაქვეითებული აქვთ. ამ კონკრეტულ ვირუსთან დაკავშირებით ძალიან დამაიმედებელია ის, რომ ბავშვებში შედარებით იშვიათია შემთხვევა და გართულებებიც არ აღინიშნება. ასევე მათთან მიმართებით სიკვდილიანობის შემთხვევა არ ყოფილა. ვსაუბრობ 15 წლამდე ბავშვებზე. ახალგაზრდებში ბევრად ნაკლებია ვირუსის გავრცელების საშიშროება, ვიდრე ხანდაზმულ ადამიანებში“, - განაცხადა მან.

სერგო ჩიხლაძის განმარტებით, სკოლებსა და ბაღებში ხშირად უნდა განიავდეს ოთახები, ასევე მასწავლებლებმა დროულად უნდა გააფრთხილონ მშობლები იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს გაციების ან რესპირატორული ინფექციების ნიშნები ექნება.

„მასწავლებლებმა უნდა გაანიავონ ოთახი, ასევე მშობლები გააფრთხილონ, თუ ბავშვს გაციების ან რესპირატორული ინფექციების რაიმე ნიშნები ექნება. ასეთ შემთხვევაში, ბავშვები სახლში უნდა გაუშვან, რადგან მათ სხვა ბავშვებს არ გადასდონ. თუმცა, ეს არ ეხება მაინცდამაინც კორონავირუსს. ჩვეულებრივი სტანდარატული რეკომენდაციებია. ხშირად საუბრობენ ბაღებისა და სკოლების დაკეტვაზე, ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ეპიდემიოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე უნდა მიიღონ. თუ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს და ვითარება საგანგაშო გახდება, ამაზე ფიქრიც შესაძლებელია“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო