დედის და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის პროკურორი - ბრალდებული ახსენებს წარსულში არსებულ მცირე გაუგებრობებს ოჯახის წევრებს შორის, სიტყვიერ შელაპარაკებას

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილის საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, ბრალდებულმა მძინარე მდგომარეობაში მხოლოდ დედა მოკლა, ბებიას კი ფხიზელ მდგომარეობაში დაესხა თავს.

როგორც პროკურორი განმარტავს, ამ ეტაპზე ბრალდებულის გამოკითხვის ოქმში აღიარებითი ჩვენებაა, რომელშიც ზაუტაშვილი ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობს.

„ბრალდებული მისი ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხა, ის გამოკითხვის ოქმში, რომელიც საქმეში მოიპოვება, ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს, ჰყვება როგორ ჩაიდინა აღნიშნული სავარაუდო დანაშაული. უფრო დეტალურად ჯობს, დაცვის მხარემ ისაუბროს. ამ ეტაპზე ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება არის, თუმცა, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი პოზიცია შეცვალოს.

თავიდან, როცა ბრალდებული შევიდა, ორივე მძინარე მდგომარეობაში იყო, როცა დედას მიაყენა დაზიანებები, ამ დროს გაეღვიძა ბებიას და შემდეგ ხდება გაღვიძებულ ქალბატონზე თავდასხმა ნაჯახის გამოყენებით“, - აცხადებს ქობულაძე.

მისივე განმარტებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი.

„საქმეში მოიპოვება შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მტკიცებულებები, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღი, ეს არის ნაჯახი, ასევე სისხლის კვალი და სხვა უამრავი მტკიცებულება. ასევე ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელიც ასევე სისხლიანი იყო და სამართალდამცავების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირველები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ამ ეტაპზე მოტივზე მხოლოდ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმიდან შემიძლია მოგახსენოთ. ბრალდებული ახსენებს წარსულში არსებულ მცირე გაუგებრობებს ოჯახის წევრებს შორის, სიტყვიერ შელაპარაკებებს, ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ საუბრობს“, - აცხადებს ქობულაძე.

მიხეილ ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა