ეკონომიკის სამინისტროს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადის გადავადება სურს

ეკონომიკის სამინისტროს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადის გადავადება სურს. როგორც ანტიდემპინგური კანონის პროექტის მომხსენებელმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სამინისტრო პარლამენტს აღნიშნული ღონისძიებების ამოქმედების გადავადებას 2021 წლის ივნისამდე სთავაზობს.

საკანონმდებლო ორგანოში ანტიდემპინგური კანონის ინიცირება გასულ წელს მოხდა და თავდაპირველი რედაქციით კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2020 წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც გენადი არველაძე განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ საკომიტეტო მოსმენები გადაიდო, კანონპროექტის აღსრულებისთვის საჭირო ბიუჯეტი გამოყოფილი არაა.

„იქიდან გამომდინარე, რომ გადაიდო განხილვები, რეალურად არ იქნა გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში და კონკურენციის სააგენტოს არ გააჩნია ბიუჯეტი, რომ წელს დაიწყოს ამ კანონის აღსრულება. იცით, რომ გამოწვევად რჩება ახალი სამსახური, რომელიც დეპარტამენტის სახით უნდა შეიქმნას და განახორციელებს მოკვლევას და შესაბამისი დასკვნების დადებას. ამისთვის საჭიროა ახალი პერსონალის აყვანა, მათი დატრენინგება.

ასევე, კანონპროექტით წარმოდგენილია, რომ გამოკვლევის და განცხადების წარდგენის წესი და პროცედურები გარდამავალ პერიოდს საჭიროებს. გვინდა, რომ წინადადებით შემოვიდეთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდიც, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ვერ მოხდება ამის მიღება, წლის ბოლოს გადაიწიოს, ანუ 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნას კანონქვემდებარე აქტები მიღებული. შემდეგ უკვე როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდება მოხდება ახალი პერსონალის აყვანა და დატრენინგება. ამიტომ გთავაზობთ 2021 წლის პირველი ივნისიდან განისაზღვროს კანონპროექტის ძალაში შესვლა”, - აცხადებს არველაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების" შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

“ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში გასული წელს მოხდა, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.

„ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სსიპ - კონკურენციის სააგენტო იქნება. უწყებამ ახალი სტრუქტურული ერთეული უნდა შექმნას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო