თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელონ, მეუფე პეტრე მივიდა.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ღირსეული, თავისუფალი და ღვთისნიერი სასამართლოსა და მოსამართლის პირობებში, შეუძლებლად მიაჩნია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საშუალება არ მისცენ, რომ მკურნალობის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულება დროებით დატოვოს.
ცნობისთვის, ოჯახი დეკანოზის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადებას მოითხოვს.