გიგი წერეთელი - საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ  ბევრი კითხვაა საზოგადოებაში, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება იყოს, გადამეტებული რეაქციებია

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, საჭიროა ძალიან აქტიური მოქმედება, თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

„მას შემდეგ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსი, არის ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში, შეშფოთება, ყველაზე ცუდი, რაც ასეთ ვითარებაში შეიძლება იყოს, არის გადამეტებული რეაქციები, ჯერჯერობით ამის საფუძველი მართლაც არ არის. თუმცა, სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები უნდა იყვნენ ყველაფრისთვის მზად და ამისათვის საჭიროა ძალიან აქტიური მოქმედება, თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური დაავადებათა კონტროლის სამსახური და ასევე საქართველოში არის ძალიან სერიოზული ლუგარის ლაბორატორიული ცენტრი. ეს ძალიან კარგია ამ მიმართულებით, მაგრამ არის ბევრი სხვა საკითხი, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება”,-განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია სწორად უნდა მიეწოდოს.

„რა თქმა უნდა, უნდა იყოს გონივრული გადაწყვეტილებები, რაც ეხება მიმოსვლას, საზღვრების კონტროლს და ასე შემდეგ. არის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები მსოფლიოში. იგივე ჩინეთში, მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში იყო გართულებები, ახალი შემთხვევები შემცირდა, ლეტალური შემთხვევები ამ პროვინციის მიღმა ძალიან მცირეა, აღარ არის ბოლო ორი სამი კვირის განმავლობაში. მაგალითისთვის, ვიეტნამში 16 დაავადებული იყო და ყველა გამოჯანმრთელდა. არის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები მსოფლიოში “,-განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოდუნება არ შეიძლება.

„პოლიტიკურ ჭრილში არ გადაგვყავს საკითხი, მაგრამ არის თემები, რომლებსაც ხელისუფლებამ უკეთესად უნდა მიხედოს და უნდა მიეხედა წინა პერიოდში, დაგეგმვის თვალსაზრისით. როცა ზამთარი მოდის, ყოველთვის ხდება მსოფლიოში აფეთქება და არის გარკვეული ეპიდემიის საფრთხე და ამას გაცილებით უკეთესი მომზადება სჭირდება. მაგალითად, ამ შეშფოთების გამო პრაქტიკულად არის პირბადეების დეფიციტი, რაც მნიშვნელოვანი საშუალებაა და ზოგიერთ რეგიონში ათჯერ გაიზარდა ფასი. ხელმისაწვდომი თუ არ იქნა ესენციური მედიკამენტები, სადეზინფექციო საშუალებები, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში უფასოა, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ პრევენციული ღონისძიებები კარგად ტარდება. ამას სჭირდება კონტროლი და ეფექტური მოქმედება ხელისუფლების მხრიდან და არა მხოლოდ დამამშვიდებელი განცხადებები, რაც თავისთავად ცუდი ნამდვილად არ არის. ხელისუფლებამ უნდა მიაქციო ყურადღება, რომ არ დაუშვას იმგვარი აუცილებელი ნივთების, საშუალებების თუ სურსათის დეფიციტი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ვითარება და ადამიანები სასოწარკვეთას მიეცნენ რისი საფუძველიც დღესდღეობით არ არის. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, ამ პერიოდში ვიდრე არის ინტერესი, გახადოს ცხელი ხაზი უფასო. ცხელი ხაზის დანიშნულება არის, რომ უფასოდ და სწრაფად მიიღოს ინფორმაცია ადამიანმა”,-აღნიშნა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა