არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე - ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისკენ, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი მალე დაინიშნება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველა მხრიდან არსებობს მზადყოფნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთავარ პრინციპებზე შეთანხმება შედგეს.

„ამ საუზმემ ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის არსებულ კომუნიკაციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ შეხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში შევათანხმოთ მთავარი საკითხები ერთმანეთთან. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ, როგორც ხელისუფლება მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სამართლიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება. დღეს დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გპირდებით, რომ მოლაპარაკების ყველა დეტალი და მოლაპარაკების მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ცნობილი, როგორც კი შემდეგი დიალოგი დაინიშნება. დიალოგი დაინიშნება მალე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, შესთავაზა თუ არა მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 110/40-ზე საარჩევნო სისტემა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით: "არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც განიხილეს და რაც ამ რიცხვებს მეორეხარისხოვანს ხდის".

"ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისკენ, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს