გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ პარტია 40%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციული სისტემით, უმრავლესობის შექმნის შესაძლობა ეზღუდება

სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომელიც პარტიას, თუ ის 40 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს პროპორციული სისტემით, უმრავლესობის შექმნის შესაძლობა ეზღუდება.

ამის შესახებ ჟორჟოლიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იყო მოსაზრება, რომელიც გამოთქვა „ქართულმა ოცნებამ“. ამ მოსაზრებაზე იყო კითხვები და დაზუსტება. ეს მოსაზრება გულისხმობს მანდატების ოდენობის ცვლილებას უფრო მეტი პროპორციულობისკენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ისეთი მექანიზმების შექნას, რომლის მიხედვითაც პარტია თუ პროპორციულზე 40 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, არ ექნება შესაძლებლობა უმრავლესობა შექმნას. იყო ციფრებზე საუბარი, მაგრამ ამ მოსაზრების ფონზე, ციფრები მეორეხარისხოვანია,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს