დავით უსუფაშვილი - სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ

სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

უსუფაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა დარჩენილი იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციების შეთანხმება მოხდეს.

„ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მცდელობით ბოლო დღეებში, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, არის ბოლო მცდელობა საარჩევნო სისტემაზე პოზიციების დაახლოების. დღეს ბევრ თემაზე იყო საუბარი. აქ არანაირ კონკრეტულ შემოთავაზებასთან არ გვაქვს საქმე, საუბარია იმაზე თუ სად შეიძლება მოიძებნოს ისეთი წერტილი, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელი იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ ბალანსს მაჟორიტარულსა და პროპორციულს შორის, არამედ სხვა მექანიზმებს, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას და უზრუნველყოფს იმას, რომ მცირე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაიჟღერა თუ არა შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან 110/40 - ზე სისტემამ, უსუფაშვილმა განმარტა, რომ ბევრ ვერსიაზე იყო საუბარი, თუმცა ეს იყო არაფორმალურ ვითარებაში გაჟღერებული, ამიტომ რაიმე ოფიციალურ შემოთავაზებასა და მასზე პასუხზე საუბარი არ არის.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დარჩენილია 2-3 დღე. ამ ტიპის კონსულტაცია-მოლაპარაკებებისთვის შედეგის მიღწევის ინტერესიდან გამომდინარე, მე მეტ დეტალებში ამ დღეებში ვერ შევალ იმიტომ, რომ გვინდა, ეს კონსულტაციები შედეგით დასრულდეს. მაგრამ გეტყვით, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მეტად იყო ისეთი განცდა მონაწილეთა შორის, რომ საჭიროა შეთანხმების მიღწევა. ეს განცდა არის იმის წინაპირობა, რომ შესაძლოა შეთანხმება მოხდეს კიდეც. ხისტი დამოკიდებულებები და პოლიტიკური პოზიციონორება ყველაზე ნაკლებად იყო ამ შეხვედრაზე“, - განაცხაა დავით უსუფაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა