გიგა ბოკერია - ჯერ ვერ ვხედავ გააზრებას ივანიშვილისგან თუ მისი „კლოუნებისგან“, რომ უნდა შეიცვალონ პოზიცია და გონს მოეგონ

მე ჯერ ვერ ვხედავ ვერანაირ არსებით გააზრებას ივანიშვილისგან, მისი სხვადასხვა პოლიტიკური სპიკერისგან თუ „კლოუნისგან“, რომ უნდა შეიცვალონ პოზიცია არსებითად და მოეგონ გონს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის, უმრავლესობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ერთობლივ შეხვედრაზე ისაუბრა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ხელისუფლებას ოპოზიციისადმი ახალი შეთავაზება ბოკერია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისგან შეცვლილ პოზიციას ვერ ხედავს.

„მე ჯერ ვერ ვხედავ ვერანაირ არსებით გააზრებას ივანიშვილისგან, მისი სხვადასხვა პოლიტიკური სპიკერისგან თუ „კლოუნისგან“, რომ უნდა შეიცვალონ პოზიცია არსებითად და მოეგონ გონს. თუ ეს მოხდება, მოხარული ვიქნებით, ჯერ ამას ვერ ვხედავთ, როგორც კი დავინახავთ, ჩვენი პოზიცია ყველამ იცის, იქამდე ვემზადებით არსებული სისტემით არჩევნებისთვის და ველით, რომ ის გააგრძელებს რეპრესიებს.

მმართველი გუნდი და კატეგორიული პოზიცია არის შეუთავსებელი ცნებებები. მათ განცხადებებს რომ გადავალოთ თვალი ყველა საკითხზე, ეს ხალხი კატეგორიულ პოზიციას იცვლის დღეში 4-ჯერ და ხვალაც შეიცვლიან პოზიციას, ოღონდ არ ვიცი კარგისკენ თუ ცუდისკენ, ამის პროგნოზირება უსარგებლოა, როდესაც ივანიშვილთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციური ძალების პოზიცია უცვლელია.

„ვითარება არ შეცვლილა. ჩვენი პოზიცია არის იგივე, ჩემი პოლიტიკური გუნდის და ასევე გავრისკავ და ვიტყვი, რომ ოპოზიციური სპექტრისაც, მთლიანად, ვინც იკრიბება „ლეიბორისტებთან“. ორი კომპონენტი გვაქვს, რომ მოხდეს ქვეყანაში ნორმალიზაცია. ერთი არის პოლიტიკური დევნის შეჩერება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე არის საარჩევნო სისტემაზე ისეთი კომპრომისი, რომელიც საზოგადოების დაკვეთას პასუხობს, ანუ, არსებითად პროპორციული სისტემის მიღება. ეს ორი კომპონენტი არის ურთიერთდაკავშირებული. ცალ-ცალკე არ არსებობს, ანუ შეუძლებელია ერთ-ერთის გარეშე საუბარი იყოს რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებაზე და ნორმალიზაციაზე“,- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა