დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს - რაც ისწავლე, შენთვის შეინახე

რაც ისწავლე, შენთვის შეინახე. აქ არ გვჭირდება შენი ნასწავლის დემონსტრირება , - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს კომიტეტის სხდომაზე მიმართა. მათ შორის კამათი რკინიგზის პრივატიზების შესახებ ფინანსთა მინისტრის ინიციატივაზე მსჯელობას მოჰყვა.

„რომ გამოდის ეს დალოცვლილი მინისტრი და ამბობს, რკინიგზა წამგებიანია და კერძოში მომგებიანი გახდებაო. ამ წამგებიანი სტრუქტურების დირექტორები ამხელა ხელფასებს რომ იღებენ და ერთი პრემიერ-მინისტრად დაგვისვით, ამაზე პასუხი აღარ უნდა აგოთ? არაფერს ამ ქვეყანაში თავისი სახელი არ ჰქვია. რაში იღებთ ხელფასს? რაზე მოგაქვთ ეს კანონები, რომ რაღაც გაფუჭდეს და ვიღაცის საკუთრება გახდეს? პარლამენტი პარლამენტს აღარ ჰგავს და მთავრობა - მთავრობას. ბალცეროვიჩის ვიზიტზე რომ ამბობდით, პატარები ხართ და ეტყობა არ გახსოვთ, რომ მას დაქცევაში უხდიდნენ ფულს. ბალცეროვიჩი იყო შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი და დააქცია ქვეყანა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მას გენადი არველაძემ უპასუხა, რომ მასთან პოლიტიკურ დებატში შესვლას არ აპირებს.

„არ ვაპირებ, თქვენთან პოლიტიკურ დებატში შემოსვლას. შევარდნაძის დროინდელ პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ბევრი ვისწავლე და გამოცდილებაც შევიძინე, თუ როგორ ვხედავდე ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სწორად,"- განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას დავით ჭიჭინაძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც უპასუხა, რომ მისი განათლების დემონსტრირება „არავის სჭირდება".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო