პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მსჯავრდებული დეკანოზი გადაადგილებაზე უარს „პირადი მოტივით“ აცხადებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაადგილებაზე უარს საკუთარი სურვილით აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აბრამიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი დეკანოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეფასებას არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულის შეფასება შესაბამისი სამედიცინო პერსონალის და ექსპერტების მიერ მოხდება.

„სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, დადასტურებით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებულს დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაადგილება, მაგრამ პირადი მოტივით მსჯავრდებული უარს აცხადებს გადაადგილებაზე, მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფება. მსჯავრდებულის ღირსებისა და ინტერესების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ჩვენი შუამდგომლობაა სასამართლო პროცესი ჩატარდეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა