საქართველო თურქეთთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, საქართველო თურქეთთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს.

როგორც საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე ტრაილერების იმ მძღოლებს ეხებათ, რომლებიც საქართველოს გავლით იმოძრავებენ. მათ პირადობის მოწმობის ნაცვლად საზღვარზე ამჯერად პასპორტის წარდგენა მოუწევთ.

"კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ.

ამ დროისთვის თურქეთის გავლით საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია“, - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო