თორნიკე მამალაძე - იუსტიციის სამინისტროს, მთავრობას არ სურს საზოგადოებამ დაინახოს თუ რა მდგომარეობაშია ჩემი ძმა

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, დღეს გასამართი სასამართლო პროცესის შესახებ ძმას თავად შეატყობინა და არა პენიტენციურმა დაწესებულებამ. როგორც თორნიკე მამალაძე განმარტავს, ხელისუფლებას არ სურს მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოებამ ნახოს. მისივე განცხადებით, დეკანოზი სასამართლოში საკაცით უნდა მოეყვანათ და სწორედ ამის გასაჯაროებას აარიდა თავი იუსტიციის სამინისტრომ.

„იუსტიციის სამინისტროს, „ქართული ოცნების“ მთავრობას არ სურს საზოგადოებამ დაინახოს თუ რა მდგომარეობაშია ჩემი ძმა. ამას ადასტურებს არაერთი ექსპერტიზა, ამას ადასტურებენ ციხის ადმინისტრაციის მკურნალი ექიმები, რომლებიც ჩემ ძმას მეთვალყურეობენ. ოქმებშია ასახული თუ რამდენად არის პარალიზებული. მათ არ სურთ საზოგადოებამ დაინახოს თუ რა დღეში ჩააგდეს უდანაშაულო ადამიანი. ჩვენ დაგვიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და გვითხრა, რომ სასჯელაღსრულებიდან ეტაპირება ვერ მოხდა, მაგრამ ახლა მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალა და ჩემ ძმას გადააბრალა. ეს ტყუილია, ვინაიდან ჩემმა ძმამ გუშინ არ იცოდა სასამართლო სხდომა რომ ჰქონდა. გუშინ შევედი მასთან და მე ვაცნობე, რომ პროცესი დღეისთვის იყო ჩანიშნული, ის გაკვირვებული დარჩა, რადგან სასჯელაღსრულებამ ეს ინფორმაცია არ მიაწოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ის ხელს არ მოაწერდა, რომ მისი პროცესი სურვილისამებრ ჩატარდებოდა მე-18 დაწესებულებაში. ჩემმა ძმამ მითხრა, რომ ის მიმართავდა შესაბამის დაწესებულებას, რომ მისი ეტაპირება მომხდარიყო, მაგრამ დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ მოხდა მისი ეტაპირება", - განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, მოსამართლე ლილი მსხილაძე საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია და ის საპატრიარქოს უნივერსიტეტში მუშაობდა. ამასთან, დეკანოზის ძმის განმარტებით, გიორგი მამალაძე ეტლშიც კი ვერ ჯდება.

„ის ეტლშიც ვერ ჯდება, სასჯელაღსრულების ექიმების ოქმებშიც არის აღწერილი, რომ მაქსიმუმ, 9 წუთი ჰყავდათ ეტლში გაჩერებული და შემდეგ გადააწვინეს საკაცეზე, ის საკაცით უნდა მოეყვანათ პროცესზე. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წინა მთავრობის დროს პატიმრები ჯანმრთელები შედიოდნენ და ინვალიდები გამოდიოდნენ, ჩვენი მთავრობის დროს ასეთი რამე არ ხდება, ამიტომაც მათ სურდათ, რომ ასეთი პრეცდენტი არ მომხდარიყო „ქართული ოცნების“ დროს და ისინი მალავენ, რომ საპყრობილეში ჯანმრთელი შევიდა და ის უკვე ინვალიდი გამოვა“, - განაცხადა მამალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა