რუსეთში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის ოპოზიციურმა ძალებმა იდლიბის საკვანძო ქალაქ სარაქიბზე კონტროლი დაიბრუნეს

თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციის სტრატეგიულ ქალაქ სარაქიბზე კონტროლი დაიბრუნეს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სარაქიბი იდლიბის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო წერტილია.

„სარაქიბის ქალაქი სრულად თავისუფალია ასადის ბანდებისგან“, - აცხადებს ნაჯი მუსტაფა, აჯანყებულთა კოალიციის პრესსპიკიერი.

ინფორმაციას უარყოფენ რუსეთში. წყარომ სამხედრო უწყებიდან რუსულ მედიას განუცხადა, რომ სარაქიბს კვლავ სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

ცნობისთვის, იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე რუსეთის დახმარებით სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს. მას შემდეგ თურქეთმა ოპოზიციის მხარდასაჭერად რეგიონში საკუთარი სამხედრო ყოფნა გააძლიერა.

გუშინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, ანკარას მოთმინება ამოიწურა და თვის ბოლოდან რეგიონში ფართომასშტაბიან ოპერაციებს დაიწყებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო