რომან გოცირიძე - რომ არა გუშინდელი ფაქტი, დღემდე იქნებოდა ირანთან სახმელეთო მიმოსვლა და ინფიცირებულთა კიდევ უფრო მეტი ფაქტი გამოვლინდებოდა

რომ არა გუშინდელი ფაქტი, დღემდე იქნებოდა ირანთან სახმელეთო მიმოსვლა და ინფიცირებულთა კიდევ უფრო მეტი ფაქტი გამოვლინდებოდა. როცა ურემი გადაბრუნდება, მაშინ პოულობენ გზას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას ზომები დროულად უნდა მიეღო.

„ის, რომ მსგავსი მოვლენები განვითარდებოდა მანამდე იყო ცნობილი ხელისუფლებისთვის და პრევენციული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. ერთი მხრივ, ნიღბების მარაგები უნდა ყოფილიყო სააფთიაქო ქსელში და მეორე მხრივ, საჭირო იყო მოსახლეობასთან მუშაობა.

მთავარი პრობლემა არის უნდობლობა, ხელისუფლებას არ ენდობა ხალხი, როცა 8 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რატომ შეძლებენ ამ პრობლემის წარმატებით მოგვარებას? - ასეთი განცდა აქვს ხალხს ხელისუფლების და არაკომპეტენტური ადამიანების მიმართ, რომლითაც დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ეს თუ სხვა. ვხედავთ, რომ უსუსური, ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული კადრებია, ეს იწვევს ხალხში შიშს.

მთავრობამ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისგან, არ მიიღო არავითარი ზომები. ირანთან საზღვარი არ იქნა დროულად ჩაკეტილი. რომ არა გუშინდელი ფაქტი, დღემდე იქნებოდა ირანთან სახმელეთო მიმოსვლა და ინფიცირებულთა კიდევ უფრო მეტი ფაქტი გამოვლინდებოდა. როცა ურემი გადაბრუნდება, მაშინ პოულობენ გზას და ეს ბანალური ანდაზა საუბედუროდ მოქმედებს საქართველოში. მანამდე უნდა ყოფილიყო ზომები მიღებული,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო