თბილისის ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მორიგ პროექტს იწყებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მორიგ პროექტს იწყებს. საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ინიციატივით გამოცემული სანოტო კრებული, რომელიც სმენის დარღვევის მქონე ბავშვების სმენითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ამ მიზნით, კრებულის პრაქტიკაში გამოყენების ძირითადი პრინციპების გასაცნობად ფონდის მუსიკა-თერაპევტებმა თბილისის ბაღების მუსიკის პედაგოგებისთვის ვორკშოპი გამართეს.

ღონისძიებაზე ფონდისა და სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტის მიზნებზე ილაპარაკეს, ასევე შეთანხმდნენ იმ აქტივობებსა და ეტაპებზე, რაც მუსიკის თერაპიის პრაქტიკული განხორციელებისთვის არის საჭირო. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სწავლების შემდგომ განახორციელონ პროექტის ზედამხედველობა იმ ბაღებში, სადაც ამ ეტაპზე რეგისტრირებულნი არიან საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას” ბენეფიციარები.

„ბაღების მართვის სააგენტო ღიაა ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისათვის, რაც ჩვენი აღსაზრდელების უკეთ და ეფექტიანად განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ დავთანხმდით ფონდ „აი იას“ წინადადებას, კრებულის ბაღებში შეტანის თაობაზე, დავაფინანსეთ კრებულის უფრო ფართო ტირაჟი, რათა ის ყველა პედაგოგისთვის იყოს ხელმისაწვდომი. კრებული მოიცავს მარტივი სიტყვებისგან შედგენილ მცირე მუსიკალურ კომპოზიციებს, რაც სმენის დარღვევის მქონე ბავშვებს დაეხმარება ფონური ხმების დიფერენცირებასა და თავისთავად, მეტყველების უნარების განვითარებაშიც“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

ორენოვანი სანოტო კრებულის, „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრეზენტაცია 25 იანვარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. ეს პირველი ქართული კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზეა დაფუძნებული. მასში შესული კომპოზიციების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი, საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება