20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების ზურაბ ბუდაღაშვილის, კახა კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას საქმე ცალკე წარმოებად წარიმართება

20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების ზურაბ ბუდაღაშვილის, კახა კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას საქმე ცალკე წარმოებად წარიმართება, - აღნიშნული ბრალდებულების საქმე ბესიკ თამლიანის საქმეს გამოეყო, ვინაიდან ის ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებულებმა ზურაბ ბუდაღაშვილმა, ცოტნე სოსელიამ და კახა კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდაოდ ცნეს.

ზურაბ ბუდაღაშვილისა და კახა კუპრეიშვილის ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, სამივე ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა, წინასწარ პირობებს არ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება დიდი ალბათობით მიღწეული იქნება.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკების პროცესს ადასტურებს საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა. მისივე განმარტებით, ბრალდებულები ბრალს აღიარებენ, ვინაიდან ეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი წინაპირობაა. მისივე თქმით, ბრალდებულებს პირობითი მსჯავრი გაუფორმდებათ, თუმცა, დეტალებთან დაკავშირებით, ის არ საუბრობს,

ბესიკ თამლიანის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 6 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება. დანარჩენი პირების სასამართლო პროცესის თარიღი ამ ეტაპზე გარკვეული არ არის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს