ლევან იოსელიანი ბესიკ თამლიანის ადვოკატი გახდა

დღეიდან ბესიკ თამლიანის ინტერესებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ადვოკატი ლევან იოსელიანი დაიცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამოქალაქო მოძრაობის" პრესსამსახურიდან აცნობეს.

„დღეს შევუდექი ბესიკ თამლიანის საქმის დაცვის განხორციელებას. ბესიკის თამლიანი რჩება 20 ივნისის დაკავებულ 19 პირიდან ერთადერთ პატიმრად, რომელიც მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ამ საქმეს სამართლებრივი ნაწილის გარდა, მორალური მხარე აქვს, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი, რომელიც გულწრფელად აპროტესტებდა გავრილოვის ჩამოყვანას, დღეს ციხეში ზის. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმ ბრალდებულების საქმე, რომელთანაც საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს, ბესიკ თამლიანის საქმეს გამოეყო. საქმის მასალების გასაცნობად ვადა ვითხოვე, რომლის რაოდენობა 9 ტომია",- აცხადებს ადვოკატი.

ბესიკ თამლიანის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 6 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს