დავით ზალკალიანი - თუკი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ვირუსთან დაკავშირებით დახმარება სჭირდებათ, მზად ვართ განვიხილოთ

თუკი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს რაიმე სახის დახმარება სჭირდებათ ამ ვირუსთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ენგურის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ყოველგვარი ურთიერთობის დაბლოკვის წინააღმდეგია.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ ურთიერთობების დაბლოკვის. ამ საკითხზე ყველა ფორმატს ვიყენებთ, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს, რომ განვბლოკოთ. თუკი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს რაიმე სახის დახმარება სჭირდებათ ამ ვირუსთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს. ეს არის სერიოზული გამოწვევა, ამას მსგავსი სახის დაკეტვა არ უშველის და ამას კოორდინაცია სჭირდება, რომლის მზაობაც გვაქვს“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება, სოფელ აძვიდან საოკუპაციო ძალების მიერ მამაკაცის დაკავების ფაქტს, მინისტრის თქმით, მომხდარზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ზალკალიანის განცხადებით, საკითხს ქართული მხარე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე უახლოეს ჟენევის ფორმატზე დააყენებს.

ცნობისთვის, სოფელ აძვის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო