სოფო კილაძე - ევროპელი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ სახით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და როგორ უნდა მიუდგეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო, სწორედ ამ საკითხებზე ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტსა და სამსახურს ესტუმრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დეტალურად გაეცვნენ იმ პროგრამებსა და მიდგომებს, რომელსაც ფრანგული მხარე ბავშვთა ზრუნვის მხრივ ახორციელებს.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა „ ბავშვის უფლებათა კოდექსის“ სახით მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი, ახლა მთავარია ევროპული გამოცდილების გაზიარებით მისი ჯეროვანი იმპლემენტაცია განვახორციელოთ და მაქსიმალურად გავეცნოთ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის ევროპულ მოდელს, რათა 1 ივნისს, კოდექსის ამოქმედებას, ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაეროს ბავშვთა ფონდს და საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, მათი მხარდაჭერით შედგა ეს ვიზიტი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტს დღეს ასრულებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს