დავით ზალკალიანი - ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში ამბასადორიალის ჩატარების ტრადიცია ხაზს უსვამს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონალური ამბასადორიალი გახსნა, რომელიც თბილისში იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვას მიესალმა.

„აღნიშნული ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონალურ განვითარების პროცესებში. მოხარული ვართ, რომ თბილისი ჩვენი ევროპელი პარტნიორების ყურადღების ცენტრშია და უკვე დამკვიდრდა, როგორც რეგიონალური დიპლომატიური შეხვედრების მასპინძელი ქალაქი. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა გერმანელმა და ფრანგმა კოლეგებმა საქართველოში ერთობლივად გამართეს ელჩების კონფერენცია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად იქცევა“,- განაცხადა მინისტრმა.

უწყების ცნობით, საკუთარ გამოსვლაში, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ავსტრიასთან პარტნიორობა საერთო ღირებულებებს და ურთიერთ ნდობას ეფუძნება. ხაზი გაესვა, რომ ავსტრია საქართველოს საიმედო პარტნიორთა შორისაა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას მუდმივად ახდენს. ასევე, აღინიშნა ავსტრიული მხარის მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ განვითარების პროცესში, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით.

მინისტრმა, კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შავი ზღვის უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით, ევროპის ენერგო-უსაფრთხოების განმტკიცებაში, ისევე როგორც კრემლის აგრესიული პოლიტიკის მძიმე შედეგებზე რეგიონში.

დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ განხორციელებული უპრეცედენტო მასშტაბის პროვოკაციებისა, რაც უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გარემოს გამძაფრებისკენ არის მიმართული, საქართველო რეგიონში არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით და ჩამოყალიბდა როგორც მიმზიდველი საინვესტიციო და ტურისტული დანიშნულების ქვეყანა.

გამოსვლაში ასევე ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობას და ამ კონტექსტში ევროკავშირის როლის მნიშვნელობას.

„ევროპული ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება არის ჩვენი განვითარების ერთადერთი ბუნებრივი გზა და ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტირების საუკეთესო გზა“,- განაცხადა მინისტრმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა