მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი მშენებლობების პირობების შესახებ.

მათი ცნობით, ღია კარის დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე დავით ტაბიძე და პროგრამის მენეჯერები აკაკი დევიძე და ჯაბა სირბილაძე ესწრებოდნენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციას არაერთ რეგიონში გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2021 წლებში ქვეყნის მასშტაბით 160-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი. უკვე დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება/მშენებლობა და 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით ფონდმა ათეულობით ბაღის მშენებლობა დაიწყო და სკოლამდელ აღსაზრდელთა ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ასევე, ფონდი არაერთ მნიშვნელოვან სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა ფინანსდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტით, ასევე, დონორის სახსრებით.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა