გიორგი ვაშაძე - ონკოლოგიური ცენტრის პრობლემებზე იურისტებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან ოფიციალურ მოთხოვნას დავაყენებთ

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ლისის ონკოლოგიურ ცენტრს ეწვია, სადაც ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაშია და ექიმებს ცხრა თვის მანძილზე ხელფასი არ აუღიათ. ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკა გვერდზე უნდა გადაიდოს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ახალი საქართველოდან" აცნობეს.

„ეს ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით უნდა იყოს ფუნდამენტი ონკოლოგიური დაავადებების დამარცხების, მათი მკურნალობის. არ არის ადამიანური, როცა იღებ პასუხისმგებლობას და ექიმებს და ინფრასტრუქტურას ასეთ პირობებში ამყოფებ. მარტო ექიმები კი არა ავადმყოფები და პაციენტები ზარალდებიან. ვერ ვშველით იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ვუშველოთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის გადაწყვეტა. შევთანხმდით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, ექიმებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად.

ჩვენ ვართ განწყობილები ერთი რამის მიმართ, რომ პოლიტიკა გვერდით უნდა გადავდოთ და საქმე უნდა გადაიჭრას, ქალბატონ ტიკარაძეს მოვუწოდებ, რომ მზად ვართ ნებისმიერ წამს შეხვედრისათვის, რომ ეს საქმე გადაიჭრას. ეს არის მისი პასუხისმგებლობა და ვერ დაიძვრენს თავს ამ პასუხისმგებლობისაგან, ამის გარანტიას ვაძლევ",-აცხადებს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ოფიციალურ მოთხოვნას დააყენებენ.

„ოთხშაბათს არის შემდეგი შეხვედრა ჩანიშნული, სადაც უკვე იურისტებთან ერთად შევხვდებით და ოფიციალურ მოთხოვნას დავაყენებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, არ მოვეშვებით ამ საკითხს, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო ამ ყველაფერს არ გადაწყვეტს. ექიმების ბედის ანაბარა დატოვება არის არაადამიანური, არასწორი ქმედება. ბევრმა გაუგებრობამ და ათასნაირმა ინტერესებმა, რომელიც ამ ტერიტორიისა და საავადმყოფოს მიმართ ტრიალებს ძალიან დიდი პრობლემა შექმნა და კრიზისში ჩააგდო ფაქტობრივად თანამშრომლებიც და ონკოლოგიის ცენტრიც“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა