გიორგი გახარია - მერწმუნეთ, ჩვენ არავისთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, არც საერთაშორისო პარტნიორებთან და არც ოპოზიციასთან

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას არავისთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, არც საერთაშორისო პარტნიორებთან და არც ოპოზიციასთან.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ „ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, თავიანთი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ“.

„ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს, კონსენსუსი არის შედეგი ყველა მხრის მიერ პატარ-პატარა რაღაცების დათმობის. ეს პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თავიანთი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ, განსაკუთრებით აი, ასეთ მნიშვნელოვან საარჩევნო წელიწადს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ, ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის და ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. მერწმუნეთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ გვაქვს არავისთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან, ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვართ“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა გამოსავალი პროპორციული არჩევნები, გახარიამ უპასუხა: „გამოსავალი შეიძლება იყოს სხვადასხვა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო