პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

28 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, სამეცნიერო პრემია, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა, გათვალისწინებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე წარმატებული მეცნიერებისთვის, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი აქტიურობით, სამეცნიერო ნაშრომებით, საერთაშორისო პროექტებითა და გამოქვეყნებული პუბლიკაციებით.

„ღონისძიებაზე გამოვლინდებიან I, II და III პრემიის ლაურეატები, რომლებსაც შესაბამისად 3000, 2000 და 1000 ლარი გადაეცემათ, ასევე კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული სპეციალური მედლები.

ცერემონიაზე სიტყვით წარსდგებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე; ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი;

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანიტარული პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის საპატივსაცემოდ მიენიჭა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს