საფრანგეთის ელჩი კორონავირუსზე - მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია ძალიან ფრთხილად შეაფასოს, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეც კეთდება

მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია ძალიან ფრთხილად შეაფასოს, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით. ამ ეტაპზე მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ასეც კეთდება,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორც უნდა მოიქცეს საქართველო კორონავირუსის პირობებში, უნდა ჩაკეტოს თუ არა საზღვრები, ან შეაჩეროს ფრენები.

ელჩის განცხადებით, სიტუაციის მუდმივი გაანალიზება ხდება. მისი თქმით, საუკეთესო მიდგომაა, ვიყოთ მშვიდად.

„ვფიქრობ, სიტუაციის მუდმივი გაანალიზება ხდება. არ ვფიქრობ, რომ ზოგადი მიდგომები ყველა ეროვნების წარმომადგენლის, ან ყველა სახის პაციენტის მიმართ აუცილებლად გამართლებულია. ვფიქრობ, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია ძალიან ფრთხილად შეაფასოს, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით. ამ ეტაპზე მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ასეც კეთდება. საფრანგეთში რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, საქართველოში ამ დროისთვის ერთი დადასტურებული შემთხვევაა. ამ სიტუაციის მიმართ საუკეთესო მიდგომაა ვიყოთ მშვიდად, განვახორციელოთ ხელისუფლების მიერ გაცემული ჯანდაცვის ძირითადი რეკომენდაციები და სიმპტომების შემთხვევაში დავუკავშირდეთ მთავრობის მიერ მითითებულ ნომრებს. ამჟამად ვფიქრობ, რომ სიტუაცია მუდმივად ფასდება და ეს არის სწორი მიდგომა“,-აცხადებს ელჩი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა