გიორგი გახარია - დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "თიბისი ბანკის" წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საბანკო სისტემის როლზე ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში.

„თიბისი“ სისტემური ბანკია. ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში "თიბისის" აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც მთლიანად საბანკო სისტემას, სინერგიას ეფექტური თანამშრომლობის, სახელმწიფოს, რეგულატორსა და საბანკო სისტემას შორის. ეს არის ჩვენი მიზანი. შეიძლება სახელმწიფო უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას ელოდებოდეს ბიზნესისგან და მათ შორის საბანკო ბიზნესისგან. უფრო დაინტერესებული ვიყოთ იმაში, რომ არა მხოლოდ საბანკო სისტემა, არამედ საერთოდ ფინანსური სექტორი იყოს უფრო განვითარებული. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი, ასეთი დაბალანსებული თანამშრომლობა და ვთვლი, რომ ის ბალანსი, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, განსაკუთრებით სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი იმისთვის, რომ 2020 წელი "თიბისი"-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს კიდევ უფრო წარმატებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საბანკო სექტორისთვის 2019 წელს საინტერესო და შედეგიანი იყო.

„ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ ეტაპზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ იმასაც, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობის გარკვეული მომენტები, რომლებიც ჩვენ ერთად უნდა გავინაწილოთ. აქციონერებს, კლიენტებსა და თანამშრომლებს გილოცავთ წარმატებულ წელს და გისურვებთ, რომ 2020 წელი იყოს კიდევ უფრო შთამბეჭდავი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„თიბისი ბანკმა“ წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა