ნინო ლომჯარია - ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება

მხარს ვუჭერ იმ პროცესს რაც წამოიწყეს ადვოკატებმა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატიმროში არ აქვს ისეთი პირობები, რაც მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

,,ბოლოს როდესაც მოვინახულე საპატიმროში გიორგი მამალაძე და ვესაუბრე მის პირად მკურნალ ექიმს ექიმმა დამიდასტურა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ნამდვილად არის რთული. ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დაწყებული პროცესი არის სწორი, როდესაც ადვოკატები ითხოვენ პატიმრობის ვადის გადავადებას. მე ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს იმ გარემოებებს, მის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, რაც უნდა გახდეს საფუძველი მისი დროებით გათავისუფლების. ჩვენი ექსპერტების მიერაც დასტურდება, რომ საპატიმროში მას არ აქვს ისეთი პირობები, რაც გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მას სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, მათ შორის ფსიქო-სოციალური დახმარება, მას აქვს სპეციალური საჭიროებები ამ მიმართულებით, რისი გაწევის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს პენინტენციურ დაწესებულებაში. ამიტომ მხარს ვუჭერ იმ პროცესს, რაც წამოიწყეს ადვოკატებმა და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას“ , - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 5 მარტს, 11:00 საათზე იმსჯელებენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)-მ მიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს