გია ვოლსკი - ჩვენი შეთავაზება ისეთი სისტემა იქნება, სადაც პროპორციულიც ღირსეულად იქნება წარმოდგენილი და მაჟორიტარებსაც ექნებათ საშუალება, კონკრეტული საარჩევნო ოლქი წარმოადგინონ

ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა, სადაც პროპორციულიც იქნება ღირსეულად წარმოდგენილი და მაჟორიტარებსაც ექნებათ საშუალება წარმოადგინონ კონკრეტული საარჩევნო ოლქი , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და სანამ უმრავლესობაში საბოლოო შეთანხმება არ იქნება, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„კონსენსუსი აუცილებელია, თუ ეს კონსენსუსი არ იქნა, ჩატარდება არჩევნები ისეთი, როგორც დღეს გვაქვს. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაფიქრდეს კერძო პასუხისმგებლობაზე, ადამიანურ პასუხისმგებლობაზე და პარტიულ პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე. ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ყველა ამომრჩეველზე და არა მარტო ჩვენს ამომრჩეველზე, რამეთუ ხელისუფლებაში ჩვენ ვართ. აქედან გამომდინარე ლოგიკური შეთავაზება, რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან იქნება. ლოგიკა ამაში ძალიან დიდია, არასდროს არ გვითქვამს, არც დავუშვებთ იმას, რომ 40 პროცენტზე ნაკლები ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას და იმას ჰქონდეს პრეტენზია მართოს ქვეყანა. ამიტომ, ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა, სადაც პროპორციულიც იქნება ღირსეულად წარმოდგენილი და მაჟორიტარებსაც ექნებათ საშუალება წარმოადგინონ კონკრეტული საარჩევნო ოლქი. ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და სანამ უმრავლესობაში საბოლოო შეთანხმება არ იქნება ამ დეტალებთან დაკავშირებით მე ვერ ვილაპარაკებ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს