ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - კორონავირუსს პანდემიად ქცევის პოტენციალი გააჩნია, თუმცა შიშის დრო არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსის განცხადებით, „საბედისწერო შეცდომა“ იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის მიიჩნიოს, რომ მას ახალი კორონავირუსი თავს არ დაატყდება, ხოლო მდიდარი ქვეყნები, რომლებიც იფიქრებენ, რომ უფრო უსაფრთხოდ არიან, სიურპრიზებს უნდა ელოდონ.

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიჩნიოს, რომ მას არ ექნება ვირუსის შემთხვევები, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იქნება საბედისწერო შეცდომა. მეტსაც ვიტყვი, თუკი ავიღებთ იტალიას, დიდი 7-იანის წევრს, ეს ნამდვილად გასაკვირი იყო. ასე, რომ ბევრი სხვა განვითარებული ქვეყანაც უნდა ელოდოს სიურპრიზებს“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ვირუსს პანდემიად ქცევის პოტენციალი გააჩნია, თუმცა შიშის დრო არ არის, არამედ „ინფექციის პრევენციისთვის მოქმედებებისა და სიცოცხლეების გადარჩენის დროა“.

გებრეიუსუსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალი იყო, როდესაც გრიპისგან თავდაცვის მსგავსი ჰიგიენის ნორმების დაცვის რეკომენდაცია გასცა, როგორიცაა მაგალითად ხელების ხშირად დაბანა. ირანის შესახებ დასმულ კითხვაზე კი მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, ირანში ვირუსი იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა