მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობაც არ სჭირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი განცხადებით, პაციენტს მკურნალობაც არ სჭირდება.

„პაციენტი, რომელიც ინფიცირებულია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მკურნალობაც არ სჭირდება იმიტომ, რომ გითხარით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული მონაცემებით, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. მასთან ხდება მეთვალყურეობა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

იხილეთ ვიდეო: "მას მკურნალობაც არ სჭირდება" - ბოლო ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობაზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო