აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ „საზღვარზე“ კონტროლი გაამკაცრა

გალის მოსახლეობის მცხოვრებლებისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შესასვლელი საშვების გაცემა 7 აპრილამდე შეწყდა, რაც საქართველოში კორონავირუსის ფაქტს უკავშირდება. „სპუტნიკ-აბხაზიას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„საქართველოსთან საზღვარზე გამშვები პუნქტი გამკაცრდება და ორივე მიმართულებით არავის მიეცემა უფლება, საზღვარი გადაკვეთოს. ფსოუს მხრიდან კი რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვრის გადმოკვეთა. დროებით შეწყდება საქართველოში გადასასვლელი მოწმობების გაცემა გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის. უხეშად რომ ვთქვათ, კარანტინია შემოღებული“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურში ჯერ კიდევ არ ადასტურებენ, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის მოწმობების გაცემა შეწყდა. მათი განცხადებით, ჯერჯერობით მუშაობენ ე.წ. პრემიერ-მინისტრის დადგენილების ფარგლებში, რომლის თანახმადაც 7 აპრილამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთში შესვლაზე შეზღუდვები წესდება.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა შეზღუდეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა