ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

„პრესა.ჯი“-ს დირექტორის, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინფორმაციას კაპანაძე Facebook-ზე ფოტოსთან ერთად ავრცელებს.

„ამ წუთას რეჟიმის ტიტუშკები დახვდნენ ზვიად კუპრავას სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთ-ერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება. ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან, სადაც შუშის კოლბა საკარანტინე ადგილად, ხოლო უზურპატორი მთავარ კორონავირუსად უნდა გამოცხადებულიყო.

ივანიშვილო პირადად და პერსონალურად ხარ პასუხისმგებელი ამ ნაძირლობაზე. ნამდვილად არ უნდა შეგრჩეს და არც შეგრჩება“, - წერს კაპანაძე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, კუპრავასთან დაკავშირებით გამოძახება დაფიქსირდა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა