აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი - საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიქაელ ჯაბაროვის თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები ძალიან აქტიურები არიან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკაში.

„შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პროექტების სტატუსი და ასევე თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, არა მხოლოდ არსებული ეკონომიკური ბრუნვისა და ინვესტიციების ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ეროვნული ეკონომიკების შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით, რათა კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ბაზრები როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უცხოური ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა მიქაელ ჯაბაროვმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, განიხილეს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ექსპორტი და ტრანზიტი, მათ შორის, საკონტეინერო და არასაკონტეინერო გადაზიდვები, საერთო სამომავლო საინვესტიციო პროექტები და ვაჭრობა.

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ნათია თურნავა ხვალ სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა