მარიამ ჯაში აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ძალისხმევით ყინული დაძრულია

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დღეს დილით გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ძალისხმევით ყინული დაძრულია და შესაძლებლობა ჩნდება, რომ ფორმალური დიალოგი საარჩევნო სისტემაზე განახლდეს.

“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ ელიზაბეტ რუდს, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლ ჰარცელს და გერმანიის ელჩს საქართველოში ბატონ ჰუბერტ ქნირშს.

სწორედ დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების დამსახურებაა, რომ შესაძლებელია საარჩევნო სისტემაზე დიალოგი განახლდეს.

დღეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი და მსჯელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, თუმცა რომელიმე კონკრეტული, საბოლოო პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ნაადრევია.

დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილის საერთო პასუხისმგებლობაა, რომ არც ერთი პრინციპული პოზიცია არ დაფიქსირდეს, ვიდრე დიალოგის ფორმალურ მაგიდაზე არ იქნება კონკრეტული წინადადება შეთავაზებული.

წინასწარ გაჟღერებულმა ნებისმიერმა არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება დააზიანოს დიალოგი.

დიალოგის დაზიანება კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე ვერ შედგება და ჩვენი ქვეყანა მომდევნო 4-5 წლის მანძილზე დარჩება მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობის რისკის ქვეშ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა, რომლის განცხადებასაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა