ანა ნაცვლიშვილი - ზვიად კუპრავაზე თავდასხმა არის ამაზრზენი!

თუ ვინმეს მისი საქმიანობა არ მოსწონს, ამისთვის არსებობს ოპონირების ათასი ცივილური გზა.ზვიად კუპრავაზე თავდასხმა არის ამაზრზენი! ასეთ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ?! - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

,,ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ხელისუფლების ოპონენტებზე განხორციელებული არც ერთი ძალადობა არ გამოძიებულა აქამდე. რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს იქით წაუყენეს ბრალი მოძალადეზე "თავდასხმისთვის".

ამიტომ არც ამ საქმის გამოძიებას ველი. რასაც ველი და რისთვისაც 24 საათი ვშრომობ, ესაა სისტემური რადიკალური ცვლილებები! ბევრნი ვართ! ცვლილებები იქნება!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, „პრესა.ჯი“-ს დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა