კანადა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის  უსაფრთხოების უზრუნველყოფას წყვეტს

კანადა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეწყვეტს. ამის შესახებ BBC წერს. მედიის ინფორმაციით, კანადის სახელმწიფო მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის უსაფრთხოებაში გადახდას მას შემდეგ შეწყვეტს, რაც მათ სამეფო უმაღლესობის სტატუსი შეუჩერდებათ.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული დაადასტურა კანადის ფედერალურმა მთავრობამ.

კანადის პოლიცია სამეფო წყვილის უსაფრთხოებას 2019 წლის ნოემბრიდან იცავდა.

ცნობისთვის, 31 მარტიდან წყვილი ოფიციალურად აღარ შეასრულებს მოვალეობებს დედოფლის სახელით.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ. მოგვიანებით, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით აღარ ისარგებლებენ, სახელმწიფო სახსრებს აღარ მიიღებენ და დედოფალს ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა