რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ჯარების თავდასხმებს სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა

სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია.

„რა სირცხვილია, რომ დღეს მიწევს იმის თქმა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა“, - აცხადებს ქვეყნის სამხრეთ პროვინციის, ჰატაის გუბერნატორი სატელევიზიო მიმართვის დროს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავლუშოღლუ ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერს ესაუბრა.

გავრცელებული ცნობებით, სატელფონო საუბრები მიმდინარეობს პენტაგონთანაც.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის არმია, სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს.

ცნობისთვის, იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე რუსეთის დახმარებით სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს. მას შემდეგ თურქეთმა ოპოზიციის მხარდასაჭერად რეგიონში საკუთარი სამხედრო ყოფნა გააძლიერა. რამდენიმე საათის წინ, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთისა და სირიის აჯანყებულების ჯარებმა იდლიბის პროვინციის საკვანძო ქალაქზე, სარაქიბზე კონტროლი ხელახლა მოიპოვეს და ალეპოდან დამასკოსკენ მიმავალი გზატკეცილი გადაკეტეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა