სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 022-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 022-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ფატალური შემთხვევების რიცხვი კვლავ 13-ია.

აღსანიშნავია, რომ 256 ახალი შემთხვევიდან 182 ქალაქ დეგუში დაფიქსირდა, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა