ისრაელის თავდაცვის სამინისტრო - ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე 1 800-მდე ახალ სახლს ააშენებს

ისრაელმა მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე 1 800-მდე ახალი სახლის აშენების გეგმა დააამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრ ნაფტალი ბენეტის შეთავაზების თანახმად, აღნიშნული სახლების მშენებლობა დაგეგმვის კომიტეტმა დაამტკიცა.

„ჩვენ არ ვიცდით, ჩვენ ვმოქმედებთ. ერთ დიუმ ისრაელის მიწასაც კი არ დავუთმობთ არაბებს, მაგრამ ამ მიზნით ჩვენ აქ სახლები უნდა ავაშენოთ,“- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენი თვის წინ განაცხადა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას განახორციელებდა. ისრაელში 2 მარტს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება. ეს იქნება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელში ჩატარებული მესამე არჩევნები მას შემდეგ რაც ორჯერ, 2019 წლის აპრილსა და სექტემბერში, ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერც ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მთავარმა მეტოქემ, ბენი განცმა, შეძლო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს