გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, დულუზაურები, ლიშო, კვერნაულა, ჭიაურა, სხლოვანი, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება გაეთიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს წითელი კლდე, ჩინთი, დოლოშა, ახალციხე, ვარცლა, მიგრიაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს არაგვისპირი, ბოდორნა, აგატი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი, ჭალის და ჭოპორტის აგარაკებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო