ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოს აშშ-ს ელიტარული სამხედრო სასწავლებლების კადეტები  ესტუმრებიან

ამერიკის სამხედრო კოლეჯის ციტადელისა (Citadel Military College) და ჯორჯიის სამხედრო უნივერსიტეტის (University of North Georgia) კადეტები, უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადების სპეციალური კურსის გასავლელად რეგიონს მეორედ სტუმრობენ. სტრატეგიულ პარტნიორად საქართველო, უნივერსიტეტად კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია შერჩეული.

2019 წელს, ელიტარული სამხედრო სასწავლებლის, ციტადელის კადეტები საქართველოს სტუმრობდნენ და სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამა უსაფრთხოების მიმართულებით 3 კვირის განმავლობაში გაიარეს. 2020 წელს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ციტადელის კადეტთა შემადგენლობა გაორმაგდება, ჯგუფს კი დაემატება ახალი სასწავლებლის კადეტების გუნდიც ჯორჯიის უნივერსიტეტიდან. აღნიშნული პროგრამა სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვისაც.

ციტადელი მსოფლიოს მოწინავე სამხედრო კოლეჯია, რომელიც აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს. კოლეჯი 1842 წელს გაიხსნა. “ფორბსის” სარეიტინგო სისტემების მიხედვით ციტადელის სამხედრო კოლეჯი გახსნის დღიდან ლიდერებს შორისაა სამხედრო სწავლების მიმართულებით. კოლეჯის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მთავრობები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები.

ჯორჯიის უნივერსიტეტი ჯორჯიის საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილია და არის სახელმწიფო ლიდერების უნივერსიტეტი. ჯორჯიის უნივერსიტეტი niche-ს სარეიტინგო სისტემების მიხედვით მოწინავე ადგილს იკავებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. უნივერსიტეტს 20 000-მდე სტუდენტი ჰყავს და არის შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ციტადელის სამხედრო კოლეჯისა და ჯორჯიის უნივერსიტეტის კადეტები BTU-ს 2020 წლის ზაფხულში ეწვევიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა