საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ავსტრიის პოლიციის ატაშეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშეს საქართველოში გერალდ რიხარდ ჰიორმანს შეხვდა.

როგროც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე თემურ მღებრიშვილმა ჰიორმანს პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამსახურის საქმიანობის და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, ავსტრიის ფედერაციული პოლიიცის ატაშემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს დადებითი შეფასება მისცა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

უწყების ცნობით, პოლიციის ატაშე სამსახურს დაეხმარება როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, ტექნიკური გაძლიერების მიმართულებით. ჰიორმანი საქართველოში ავსტიის პოლიციის ატაშეს მოვალეობის შესრულებას 1 მარტიდან ოფიციალურად შეუდგება. მან აღნიშნულ თანამდებობაზე კარლჰეინც გორტანო ჩაანაცვლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო