ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ლარი წონასწორულ ნიშნულს უბრუნდება - გასაკვირი ისაა, ამდენი ხანი რომ იყო გაუფასურებული

მოლოდინი მართლდება და ლარი წონასწორულ ნიშნულს უბრუნდება, - ასე აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებას.

როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ინტერპრესნიუსს“ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ეროვნული ვალუტის გამყარება გასაკვირი არაა და ის უფრო გასაკვირია, ლარი ამდენი ხნის განმავლობაში გაუფასურებული რომ იყო.

„ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ჩვენი და არა მარტო ჩვენი, ასევე ბევრი ეკონომისტის მოლოდინიც იყო, რომ ლარი უნდა გამყარებულიყო და ასეც ხდება, მოლოდინი მართლდება, ეს გასაკვირი არაა. პირიქით, ლარი გაუფასურებული რომ იყო ამდენ ხანს, ეს უფრო საინტერესო და გასაკვირი იყო ჩვენთვის“, - აცხადებს ლეჟავა.

რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების მიზეზებს, პაპუნა ლეჟავა რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

„ბევრი ფაქტორი მოქმედებს, აქ რთულია ერთი ფაქტორის გამოყოფა. საგარეო ფაქტორი საკმაოდ ძლიერი იყო 2019 წლის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთის მხრიდან შეზღუდვებისა, ტურიზმი საკმაოდ პოზიტიურ რიცხვებზე გავიდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ანუ სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის, ისტორიულად მინიმალურ ნიშნულამდეა შემცირებული, ასევე ფაქტორია რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რამაც გამოიწვია უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოდინება. ფასიან ქაღალდებში ლარში დაბანდების ინტერესი უცხოელების მხრიდან გაიზარდა. ამ ყველაფერმა ერთად, ალბათ მოლოდინებმაც განაპირობა, რომ ლარი გამყარდა“, - აცხადებს პაპუნა ლეჟავა საუბრისას.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი მყარდება. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8042 ლარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა