ირმა ნადირაშვილი ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე - კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ექცევა ხელისუფლება ადამიანებს, ვინც არ აზროვნებს ან საუბრობს ისე, როგორც მამუკა მდინარაძე ან დაჩი ბერაია

კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, ადამიანებს, ვინც არ აზროვნებს ან საუბრობს ისე, როგორც მამუკა მდინარაძე ან დაჩი ბერაია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელზე ზვიად კუპრავაზე თავდასხმას. ნადირაშვილის თქმით, ხელისუფლება ერთი მხრივ, „ტიტუშკებით“, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური დევნით ებრძვის მისთვის მიუღებელ ადამიანებს.

ნადირაშვილის განცხადებით, კუპრავას ცემის ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს მყარად არ გრძნობს და არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაში ეჭვი ეპარება.

„გვინდა, უკიდურესი შეშფოთება გამოვხატოთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, ადამიანებს, ვინც არ აზროვნებს ან საუბრობს ისე, როგორც მამუკა მდინარაძე ან დაჩი ბერაია, ადამიანებს, ვიზეც თვლიან, რომ ის პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვნახეთ, რომ ზვიად კუპრავას დახვდნენ სახლთან და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, ძალიან ცუდად დაამთავრებს. არ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელიც არ მოგწონს, საკუთარი „ტიტუშკები“ დაახვედრო და აცემინო. ხელისუფლება ერთი მხრივ, ამ მეთოდს იყენებს და „ევროპული საქართველოს“ კართანაც ყოველ დღე ვხედავთ ასეთ „ტიტუშკებს“. მეორე მხრივ, ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური დევნის მექანიზმს და იცით, რომ დღეს ციხეებში არის ბევრი პოლიტიკური პატიმარი. ასეთი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი არ გრძნობს თავს მყარად. როდესაც თავს მყარად გრძნობ და ფიქრობ, რომ არჩევნებს მოიგებ, მაშინ არ არის საჭირო პოლიტიკური ველის მოსუფთავება და მაგალითად, გიგი უგულავას ციხეში გამომწყვდევა. ამასთან, არ არის საჭირო კართან დახვდე ზვიად კუპრავას და აცემინო საკუთარ „ტიტუშკებს“. ეს არის ძალადობისკენ წახალისება. ეს მთელ საზოგადოებაში ძალადობრივ ფონს ქმნის და შემდეგ ეს გამოიხატება კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებაშიც,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა