თორნიკე შარაშენიძე - ჩვენთვის არც ისაა კარგი, როცა რუსეთი და თურქეთი ძალიან მეგობრდება და მითუმეტეს, არაა კარგი, თუ მათ შორის ომი დაიწყება, მაგრამ ომი არ დაიწყება

არ მგონია უშუალოდ ჩვენთვის რაიმე საფრთხე იყოს, ჩვენთვის არც ისაა კარგი, როდესაც რუსეთი და თურქეთი ძალიან მეგობრდება და მითუმეტეს, არაა კარგი, თუ მათ შორის ომი დაიწყება, მაგრამ ომი არ დაიწყება, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც სირიაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

შარაშენიძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სრულმასშტაბიანი ომი არცერთ მხარეს აწყობს, მოსალოდნელია, რომ ვითარება დამშვიდდება.

„თურქეთს თავისი ინტერესები და პრობლემები აქვს, რუსეთს თავისი -ინტერესები, პრობლემები - ნაკლებად. მათი დაძმობილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ცოტა ხანს გაგრძელდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ისინი არასდროს ყოფილან პარტნიორები და მითუმეტეს, მოკავშირეები. თუ ხდებოდა მათი დაახლოება, ეს იყო დროებითი. ახლაც იგივე მოხდა. სრულმასშტაბიანი ორმხრივი ომი აქ არავის აწყობს, ბუნებრივია. ასე რომ, მგონი დამშვიდდება რაღაცნაირად ვითარება, მკაცრი განცხადებები გაკეთდება და ორივე მხარე დამშვიდდება“,- განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, სირიის ასადის მთავრობის ძალები, რომელსაც რუსეთი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს, თავს დაესხნენ თურქეთის ჯარებს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 29 სამხედრო, ხოლო ათობით ჯარისკაცი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა