რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - თურქი ჯარისკაცები, რომლებიც სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმის ქვეშ მოჰყვნენ, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ

თურქი სამხედროები, რომლებიც იდლიბის დეასკალაციის ზონაში სიირის სამთავრობო ძალების თავდასხმის ქვეშ მოჰყვნენ, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27 თებერვალს ტერორისტული დაჯგუფების წევრები ცდილობდნენ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებზე თავდასხმები განეხორციელებინათ, რომელსაც სამთავრობო ძალებმა ცეცხლით უპასუხეს, მის ქვეშ კი თურქეთის ჯარები მოყვნენ, „რომლებიც იმყოფებოდნენ ტერორისტული ჯგუფების რიგებში“.

„დასახლებაში, სადაც ინციდენტი მოხდა „რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია არ გამოიყენებოდა,” - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, წუხელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 33 თუქრი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შემდეგ მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და სირიის ოპოზიციის ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბის რეგიონის საკვანძო ქალაქებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა