ახალი პროდუქტი - „ტოიოტა კასკო“ შეიქმნა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა“ და „ტოიოტას“ თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი პროდუქტი - „ტოიოტა კასკო“ შეიქმნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს, პროდუქტით სარგებლობას შეძლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენენ.

„ტოიოტა კასკო“ სპეციალური დაზღვევაა, რომელიც „ტოიოტას“ ავტომობილების „ალდაგში“ დაზღვევას განსაკუთრებული პირობებით გულისხმობს.

„ტოიოტა კასკოს“ რამდენიმე სადაზღვევო პაკეტი აქვს. მომხმარებელს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეუძლია შეიძინოს ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს პოლისი, რომელიც პირობების მიხედვით განსხვავდება. ყველა მათგანი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა: შეჯახება, ხანძარი, სეტყვა, გარეგანი დაზიანება, და ა.შ. თუმცა ვერცხლისა და ოქროს პოლისებს ალდაგისგან დამატებითი სარგებელი მოყვება. მათ შორისაა, უცვლელი სადაზღვევო ლიმიტი, 24 საათიანი ავტოასისტანსი, უფრანშიზო ანაზღაურება და ა.შ.

„ტოიოტა კასკოს“ ყველა პაკეტს საჩუქრად მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა მოყვება.

„ტოიოტა კასკოს“ განსაკუთრებული პირობებით მომხმარებელს შეუძლია დღეიდან ისარგებლოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა