„ჯივიპიმ“ ზესტაფონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც ინტერპრესნიუსს კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ჯივიპიმ წყალარინების 300 მეტრი სიგრძის ძველი, ამორტიზირებული ქსელი სრულად შეცვალა და ახალ ქსელზე 11 საკვანძო ჭა მოაწყო.

კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 500 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ამ ეტაპისთვის წყალარინების ახალი სისტემა ექსპლუატაციაში უკვე შესულია.

რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, ზესტაფონის ქუჩაზე, ქალაქის მერია გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განხორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა